FT-ის ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკა „სინქრონიზებული ვარდნის“ სტადიაში გადადის

ცალკეული ქვეყნების სუსტი ეკონომიკური ზრდის გამო მსოფლიო ეკონომიკა „სინქრონიზებული ვარდნის“ სტადიაში შედის.

ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს.

გამოცემამ ამერიკის ბრუკინგსის კვლევით ინსტიტუტთან ერთად, TIGER-ის ინდექსით დაითვალა გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელი მაჩვენებელი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ახლა 2016 წლის მაჩვენებლების დონეზეა. მათივე აზრით, მხოლოდ ფინანსურ ბაზრებზე მაღალი მაჩვენებლები არ აძლევენ ინდექსს უარყოფითი მიმართულებით გადახრაზე. როგორც ცნობილია TIGER-ის ინდექსის დროს გათვალისწინებულია ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ოპერაციები მსოფლიო ფინანსურ სექტორში და მომხმარებელთა ნდობის ინდიკატორები. ყველა ეს მონაცემი მუშავდება რთული სტატისტიკური პროგრამის მიერ, რომელიც იკვლევს არამხოლოდ აბსოლუტურ სიმაღლეებს, არამედ მათი ცვლილების დინამიკასაც.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა მანამდე აცხადებდა, რომ ფონდი 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას ელოდება იმ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებით, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის 90% მოდის.

ნაკლებად ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს ასევე მსოფლიო ბანკი, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დონემდე წევს.

კოკა კვირკველია