2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, ექსპორტი 2 719.2 მლნ აშშ დოლარი იყო (11.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 474.5 მლნ აშშ დოლარი (3.3 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 3 755.3 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.