საფინანსო საქმიანობის საწარმოთა შემოსავლების 75% საპროცენტო შემოსავლებზე მოდის - „საქსტატი“

„საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2 096 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5312,3 მლნ ლარი შეადგინა.

აქედან უდიდესი ნაწილი (75,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, საიდანაც 9,7 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15,3 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1 521.0 მლნ ლარი ნაღდი ფულის სახით.

„2018 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1473,0 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 38,0 ათას კაცს, რომელთაგან 59,7 პროცენტი ქალი იყო,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი