სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 2018 წელს 493,8 მლნ ლარი შეადგინა

2018 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 493,8 მლნ ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან 40,5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის; 15,4 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა); 15,2 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე; 7,3 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე; ხოლო დანარჩენი (21,6 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 339,3 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 51,0 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16,5 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 13,8 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 2,9 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (15,8 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

თაია არდოტელი