მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, სამინისტროს შენობაში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩანიშნული და მისი თემაა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.