მთავრობამ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტი მოიწონა

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტი მოიწონა და დაამტკიცა.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა. მისივე თქმით, შესაბამისად დაიწყება ასეთი ტიპის ვაშლის სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ, ფასი კი 10 თეთრით განისაზღვრება.

"მიდგომა არის ზუსტად იგივე, როგორიც რთველის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩამბარებელი არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და გადაიხდის 10 თეთრს, მიიღებს 8-თეთრიან სუბსიდირებას სახელმწიფოსგან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის იმ სურათს, რომელიც წლების მანძილზე იყო. ეს არის უპრეცედენტო, ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.