„ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი დრო მოთხოვნილი არ არის"

დამატებითი დრო ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებების შესასრულებლად, მოთხოვნილი არ არის, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მოითხოვა თუ არა კონსორციუმმა დამატებითი ვადა ან ამ ვადის ფორსმაჟორად ჩათვლა, იმიტომ, რომ ხაზარაძის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მათ ხელი შეუშალა ინვესტორებთან მოლაპარაკებებში.

„დამატებითი დრო მოთხოვნილი არ არის. რაც შეეხება ფორსმაჟორს ან ნებისმიერი სხვა შეტყობინების შინაარსს, კონფიდენციალურობის მუხლის მოთხოვნით კონსორციუმის მხრიდან, ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.