ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149,8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13, 9%-ით (18, 3 მლნ აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენელბელზე. 2018 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 131,4 მლნ აშშ დოლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94,0% იმ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94,3% მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით კვლავ რუსეთი ლიდერობს (24,4%), რომელსაც იტალია (14,07%) და საბერძნეთი (10,63%) მოსდევენ.
„ბიზნესრესნიუსი“ წარმოგიდგენთ ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ ფულად მოცულობებს, სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,5 მლნ აშშ დოლარი (60,7 მლნ ლარი ) გაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,5%-ით მეტია. 2018 წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხა 19,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.