რვა თვეში ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების მოცულობამ 7.8 მლრდ ლარი, ხოლო გაწეულმა გადასახდელებმა 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა ბიუჯეტის შესრულების რვა თვის მაჩვენებლები შეაჯამა.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის თავდაპირველი ბიუჯეტის კანონით შემოსულობები 12.9 მლრდ ლარით, გადასახდელები კი 13.1 მლრდ ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, დაიგეგმა ბიუჯეტის ნაშთის გამოყენება 226 მლნ ლარის ოდენობით.
რვა თვის მდგომარეობით, მიღებული შემოსულობების მოცულობამ 7.8 მლრდ ლარი (წლიური გეგმის 60.8%), ხოლო გაწეულმა გადასახდელებმა 8.1 მლრდ ლარი (წლიური გეგმის 61.7%) შეადგინა.