„ჯივიპი“ - თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სტანდარტებს სრულად შეესაბამება

დღეს, დედაქალაქის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული სტანდარტის ნორმებს. ამის შესახებ ინფორამციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემების თანახმად, თბილისის მოსახლეობისთვის 2019 წლის 15 ოქტომბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.

„სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Coca-Cola-მ შუშის ბოთლში ჩამოსხმული წყლის ონლაინ-გაყიდვები  დაიწყო