ბელგიური ლუდების დაგემოვნება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

ბელგიური ლუდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დახვეწილი, დაბალანსებული და მრავალფეროვანი საგემოვნო თვისებებით, ასე ახასაითებენ სომელიები ბელგიურ ლუდს „შიმეი“, რომლის წარდგენაც ახალგახსნილ რესტორან „აჩეჩილში“ გაიმართა.

საქართველოში ბელგიური ლუდების ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „პრემიერია“. მათ ასორტიმეტში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: „შიმეი“, „დელირიუმი“ და „ლინდემანსი“.

საქართველოში ბელგიური ლუდების პოპულარიზაციისთვის, ქვეყანას „შიმეის“ რეგიონალური მენეჯერი ჯოს ტიმერმანსი ეწვია, რომელმაც „შიმეის“ ოთხი სახეობა: „შიმეი რედი“, „ შიმეი ბლუ“, „ შიმეი გოლდი“ და „ შიმეი ტრიპლი“ წარადგინა.

ღონისძიებას მედისა და ბიზნეს სექტორის გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ პირადად ჯოს ტიმერმანისგან მოისმინეს „შიმეის“ დამზადების ტექნოლოგიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბელგიაში, მიუხედავად ქვეყნის მცირე მასშტაბებისა, 500-600 დასახელების ლუდი იწარმოება, რომელთა ნაწილს 900 წლის ისტორიაც კი გააჩნია.

„შიმეს“ წარმოების ისტორია ბელგიელი ტრაპისტი ბერებისგან მოდის, რომლებიც პროდუქტს უძველესი დროიდან ამზადებდნენ.

„საერთოდ, ლუდის წარმოება იყოფა ასე, არის ინდუსტრიული და არის კრაფტ ლუდები. ინდუსტრიულია ისეთი პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეიძლება ნახოთ, „კრაფტ“ ლუდები კი, მხოლოდ მიკრო სახარშებში მზადდება.

ბელგიური ლუდები სხვა შემთხვევაა, ისინი არც „კრაფტში“ გადიან და არც ინდუსტრიულში. იმიტომ, რომ ბელგიური ლუდი მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობითა და დახვეწილი სტილით იხარშება. შიმეის აქვს 4 სახეობის ლუდი, ეს არის: ერთმაგი, ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი. შესაბამისად, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი. ამ ოთხიდან აუცილებლად იპოვით ერთს მაინც, რომელიც თქვენს გემოვნებას სრულიად მოერგება“, -აღნიშნა ჯოს ტიმერმანსმა.

მისივე ინფორმაციით, „შიმეის“ ტრადიციული ინგრედიენტების გარდა, მცირე რაოდნეობით ემატება: ლეღვი, ქლიავი, ქიშმიში, შოკოლადი, კარამელი, ყავა და ატამი, რაც მას განსაკუთრებულ გემო თვისებებს სძენს.

ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელგიური ლუდები ბოთლის კონდიციისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოთლშივე ემატება საფუარი, შესაბამისად, მეორე ფერმენტაციის პროცესი ჭურჭელშივე იწყება. ეს კი მის არომატს და ყველა იმ სიკეთეს აძლიერებს, რაც ლუდს გააჩნია.

როგორც ლუდის სომელიე ზაზა ჭადაშვილი ამბობს, ერთ თვეზე მეტია, რაც „შიმეი“ საქართველოშია, თუმცა მომხმარების მხრიდან უკვე ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა. მეტიც, როგორც სომელიე აღნიშნავს, არის შემთხვევები, როდესაც „შიმეის“ მარაგი მთლიანად იწურება.

„დაახლოებით, ერთ თვეზე მეტია რაც „შიმეი“ საქართველოში იყიდება, თუმცა მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია. ბევრმა მის შესახებ შორიდან იცოდა და ყოველგვარი რეკლამის გარეშე, საკუთარი ინიციატივით მოდიან და აგემოვნებენ. შემდეგ კი ხვდებიან ბელგიური ლუდის ყველა იმ უპრატესობას, რაც მას გააჩნია. რაც მთავარია, ფასები ძალიან მისაღებია.

ამჟამად „შიმეი“ რამდენიმე ლოკაციაზეა წარმოდგენილი, თუმცა როგორც გაყიდვის წერტილი, ისე ლუდის იმპორტის მოცულობა სულ უფრო მზარდი იქნება",- აღნიშნავს სომელიე.

(R)

ნინი ქეთელაური