ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (51 აბი) გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.