არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ, - ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებაში ჩანს რეალური განწყობა, რომ მათ კონსტრუქციული დიალოგი არ სურთ.
„არ ვაპირებთ არაფრის ჩაბარებას დღეს. გუშინ აღვნიშნე და ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავით გუშინ იმასთან დაკავშირებით, რომ წარვადგინეთ ხედვა, მოვუწოდებდით მთავრობას მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომისკენ, მაგრამ დღევანდელი ბრიფინგი ადასტურებს რეალურად, რა განწყობა აქვთ, იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინათ ეს ჩვენი მოწოდება და გადავსულიყავით უფრო კონსტრუქციულ საუბარზე, კიდევ ერთხელ ხდება ძალიან ნეგატიური დაკნინება ამ პროექტის,“- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.