“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რითაც ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის შესაბამის მოწოდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონფიდენციალობის დაცვა მათაც ევალებათ, ისევე როგორც სახელმწიფოს. თუმცა, ახვლედიანი აქვე უარყოფს იმას, რომ წერილში კონკრეტული ხედვები არ იყო გაწერილი.

„წერილი, რაც ჩვენ გავაგზავნეთ ხუთაშაბათს, ეს იყო იურისტების დაწერილი, მის შინაარსს ვერ გავასაჯაროვებთ, რადგან არ ვაპირებთ ხელშეკრულების დარღვევას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მასში ზუსტად არის აღწერილი, თუ რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ პროექტი წინ წავწიოთ, ამიტომ არ ვეთანხმები დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თურმე იქ არაფერი წერია შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ხედავს პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარუდგინა, თუმცა თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ „ანაკლიის კონსორციუმისგან“ მიღებული წერილი არ შეიცავს პორტის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვებს, რის კონტექსტშიც კონსორციუმს მიმართა, სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროოს.

"ივანიშვილი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ანაკლიის პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებს"
ტედ ჯონასი მაია ცქიტიშვილის „მერიდიანთან“ შეხვედრაზე - ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია, რომელიც საქართველოში ჩემი 25-წლიანი მუშაობისას ინვესტორების მიმართ მინახავს
"თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, იურიდიულ დავაში გადასვლა მოგვიწევს"