"თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, იურიდიულ დავაში გადასვლა მოგვიწევს"

თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, მოგვიწევს იურიდიულ დავაში გადასვლა, -ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, იმ ფონზე რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა კონსორციუმს დოკუმენტაციის წარდგენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი, რას აპირებს კონსორციუმი თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, ახვლედიანი აცხადებს, რომ კონსორციუმი იურიდიულ დავას დაიწყებს.

„თუ ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, რა თქმა უნდა, მოგვიწევს იურიდიულ დავაში გადასვლა. მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ნაბიჯები, სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან,"-განაცხადა ახვლედიანმა.

"ივანიშვილი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ანაკლიის პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებს"
ტედ ჯონასი მაია ცქიტიშვილის „მერიდიანთან“ შეხვედრაზე - ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია, რომელიც საქართველოში ჩემი 25-წლიანი მუშაობისას ინვესტორების მიმართ მინახავს
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს