ახალსოფელში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სეტყვამ მთლიანად გაანადგურა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული, ვენახი და ხეხილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეტყვა შუაღამისას მოვიდა და 25 წუთს გაგრძელდა. დაისეტყვა ვენახი, ხეხილი და მთლიანად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ადგილობრივები ხელისუფლებისგან შესაბამისი კომპენსაციების გამოყოფას და სტიქიისგან მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას მოითხოვენ.

სეტყვისგან მიყენებული ზარალის შესწავლა უკვე დაიწყო გარდაბნის გამგეობასთან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ.