ტედ ჯონასი მაია ცქიტიშვილის „მერიდიანთან“ შეხვედრაზე - ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია, რომელიც საქართველოში ჩემი 25-წლიანი მუშაობისას ინვესტორების მიმართ მინახავს

ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია და დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში ჩემი 25- წლიანი მუშაობის განმავლობაში ინვესტორების მიმართ მინახავს, - ასე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ ჯონასი ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიერ ანაკლიის პროექტის პოტენციურ ინვესტორ კომპანია „მერიდიანთან“ გამართულ შეხვედრას აფასებს.

ჯონასი „მერიდიანთან“ ცქიტიშვილის შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, თავად და კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ორი წევრი ესწრებოდნენ.

როგორც ჯონასი აცხადებს, ინვესტორის მიმართ მინისტრმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს მხარს უჭერს დასავლეთი, თუმცა მთავრობის მხრიდან ვერ ხედავს მხარდაჭერას.

„ანაკლიის პროექტი სარგებლობს უდიდესი მხარდაჭერით. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი, ამერიკის მთავრობა, EBRD, OPIC და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანალოგიური დადებითი დამოკიდებულება არაა პროექტის მიმართ. ეს პროექტი საჯარო-კერძო პარტნიორობაა. მთავრობამ უნდა იმოქმედოს, როგორც პარტნიორმა და არა როგორც მტერმა,“ - განაცხადა ტედ ჯონასმა.

"ივანიშვილი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ანაკლიის პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებს"
"თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, იურიდიულ დავაში გადასვლა მოგვიწევს"
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებას არ აპირებს