"მთავრობის ქმედებები შეუძლებელს ხდის დოკუმენტების შექმნას, რომელზეც  დღეს იძახიან, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წარსადგენი აქვს"

მთავრობის ქმედებები შეუძლებელს ხდის დოკუმენტების შექმნას, რომელზეც დღეს იძახიან, რომ წარსადგენი გვაქვს, - ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, პროექტის ბედი მთავრობის ხელშია და კონსორციუმი მზადაა მოლაპარაკებებისთვის.

„მთავრობის ქმედებები შეუძლებელს ხდის დოკუმენტების შექმნას, რომელზეც დღეს იძახიან, რომ წარსადგენი გვაქვს. მაგრამ ჩვენ კონტრაქტით გათვალისწინებული პროცესი დავიწყეთ. 10 ოქტომბერს ჩვენმა იურისტებმა გააგზავნეს წერილი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით გაწერილ პროცედურას, რომელიც ავალდებულებს კიდეც მხარეებს, რომ დასხდნენ და განიხილონ დაბრკოლებები და აღმოფხვრან ისინი, რომ შესაძლებელი გახდეს პროექტის წინ წაწევა. მთავრობის ქმედებების მიუხედავად, მზად ვართ დავსხდეთ და აღმოვფხვრათ პრობლემები.

ანაკლიის პროექტის ბედი, ვთვლი, რომ არის სახელმწიფოს ხელში. ბურთი მათ მხარესაა. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი პრეროგატივაა. თუ მზად არიან რომ, დაგვისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ძალიან კარგი,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, როგორც ახვლედიანი აცხადებს, ინვესტორები მზად არიან კაპიტალში ინვესტირებისთვის, რისთვისაც მათ მთავრობისგან მხარდაჭერის გამოცხადება სჭირდებათ.

"ივანიშვილი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება, ანაკლიის პროექტის პოლიტიკურ საბოტაჟს ახორციელებს"
ტედ ჯონასი მაია ცქიტიშვილის „მერიდიანთან“ შეხვედრაზე - ეს იყო ყველაზე ნეგატიური, არამასპინძლური რეაქცია, რომელიც საქართველოში ჩემი 25-წლიანი მუშაობისას ინვესტორების მიმართ მინახავს
"თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეგვიწყვეტს, იურიდიულ დავაში გადასვლა მოგვიწევს"