ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც ყველაზე მეტი საპატენტო განაცხადი შეიტანეს 2018 წელს

2018 წელს მსოფლიოს საპატენტო ორგანოებში ჯამში 3,3 მილიონი განაცხადი შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია გაეროს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ანგარიშში, რომელიც ჟენევაში გამოაქვეყნეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს საპატენტო განაცხადების ზრდამ წინა წელთან შედარებით, ჯამურად, 5,2% შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ყველაზე მეტი განაცხადი პატენტზე ჩინეთში გაკეთდა, სადაც სულ შეტანილია 1,54 მილიონი განაცხადი, მეორე ადგილზეა აშშ - 595 ათასი, მესამე ადგილს კი - იაპონია იკავებს 313 ათასი განაცხადით. შემდეგ მოდიან: სამხრეთ კორეა 210 ათასი და ევროპის საპატენტო უწყება - 174 ათასი განაცხადით.

პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე: გერმანია - 67 898, ინდოეთი - 50 055, რუსეთი - 37 957, კანადა - 36 161 და ავსტრალია - 29 957 განაცხადით. ანგარიშში წერია, რომ ყველა ამ ქვეყანაში განაცხადების ზრდა დაფიქსირებულია წინა წელთან შედარებით.

კოკა კვირკველია