ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas Airways-ი შტატებიდან ავსტრალიაში გადაჯდომის გარეშე პირველ ავიარეისს განახორციელებს.
როგორც Bloomberg-ი წერს ავიარეისი განხორციელდება Boeing Dreamliner-ით და ეს თვითმფრინავი ჰაერში 20 საათს დაჰყოფს.
აღსანიშნავია, რომ ფრენა განხორციელდება ბორტზე მგზავრებით და ბორტზე იქნებიან ექიმებიც, რომლებიც დააკვირდებიან მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობას - თუ რა გავლენას იქონიებს ასეთი ხანგრლივი ფრენა მათზე.
„ექიმები და სწავლულები ავიალაინერის ბორტს პრაქტიკულად ლაბორატორიად გადააქცევენ. ისინი დააკვირდებიან პილოტების ყურადღებას, ასევე რაციონის მიღებას, ძილს და აქტივობას რამდენიმე ათეულ მგზავრზე. ამ ექსპერიმენტის მიზანია დადგინდეს, რამდენად გაუძლებს ადამიანის ორგანიზმი ასეთ დატვირთვას“ - ნათქვამია რელიზში.
Qantas Airways-ის თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან პარასკევს აფრინდება და სიდნეიში კვირა დილას დაეშვება. კომპანიას აქამდეც განუხორციელებია ფრენა გადაჯდომის გარეშე, მაშინ რეისი ლონდონიდან სიდნეის მიმართულებით შესრულდა და ფრენის ხანგრძლივობამ 17 საათი შეადგინა.