კახა კალაძის განცხადებით, იკვეთებოდა, რომ კონსორციუმი ვერ შეძლებდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას

ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენჯერმე მოხდა ვადის გადაწევა და იყო ხელშეწყობა იმის, რომ კონსორციუმს მოეტანა გარკვეული ინვესტიციები და კაპიტალი იმისთვის, რომ პროექტი განეხორციელებინათ,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იკვეთებოდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვერ შეძლებდა პროექტის განხორციელებას.

“ანაკლიის პროექტის განხორციელება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამდენჯერმე მოხდა ვადის გადაწევა და იყო ხელშეწყობა იმის, რომ მათ მოეტანათ გარკვეული ინვესტიციები, კაპიტალი იმისთვის, რომ პროექტი განეხორციელებინათ, თუმცა, დღეს ჰქონდათ მათ ვადა, რომ წარმოედგინათ ეს თანხები იმისთვის, რომ პროექტი სამომავლოდ განხორციელებულიყო, რაც ვერ შეძლეს. ძალიან ცუდია, თუმცა იკვეთებოდა ის, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება”,- განაცხადა კალაძემ.