„Welcome წერილის“ მოთხოვნის შემთხვევა ამერიკელების მხრიდან არ ყოფილა - ჩვენთან წარმოდგენილია ორი ინვესტორი“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, იყო თუ არა ამერიკელების მხრიდან ოფიციალური „welcome წერილის“ მოთხოვნის შემთხვევა, ცქიტიშვილმა უარყოფითად უპასუხა.
„გუშინაც ვთქვი, რომ კონსორციუმს სამინისტროში ჰყავს წარმოდგენილი ორი ინვესტორი, ესაა „ვანორდი“, ჰოლანდიური კომპანია, სადაც არის შედარებით მცირე თანხაზე საუბარი და შედარებით მცირე ინვესტიციაზე და მეორე ინვესტორი, ეს არის Meridian Capital Limited-ი, რომელიც უკვე ყველამ იცის, რომ ყაზახურ-ჰონგ კონგური წარმოშობის კომპანიაა. შესაბამისად, მე ვუპასუხე თქვენს კითხვას - არ ყოფილა. ჩვენთან არის წარმოდგენილი ორი ინვესტორი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ამერიკელი ინვესტორი მზად იყო მონაწილეობა მიეღო პროექტში და მთავრობის მხრიდან ოფიციალურ წერილს ელოდებოდა, რომელიც, კონსორციუმის განცხადებით, მთავრობას არ გაუგზავნია.