კარლ ჰარცელი - ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მხარე ერთიანდება, რათა ანაკლიის პროექტი ხორცშესხმული იხილონ

ანაკლიის პორტი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ პროცესს ინტერესით აკვირდება.

“რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ცალსახად ეს არის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, რომელიც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამიტომ ეს არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ცხადი უნდობლობა არსებობს ზოგიერთ პარტნიორს შორის, რომელიც მოცემულ მომენტში პროცესში ჩართულია. ჩვენ ვხედავთ, რომ დისკუსიები მიმდინარეობს მედიაშიც და სხვაგანაც. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მხარე ერთიანდება, რათა აღნიშნული პროექტი ხორცშესხმული იხილონ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.