„ლარის გაუფასურების მომდევნო ტალღის მიზეზი, რომელიც გვიახლოვდება, მათ შორის საბიუჯეტო ცვლილებები იქნება"

ბიუჯეტიდან ინახავენ საკუთარ პოლიტიკურ აქტივს, იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას და ვალებს უგროვებენ მომავალ თაობას,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ლარის გაუფასურების მომდევნო ტალღის მიზეზი, რომელიც გვიახლოვდება, იქნება მათ შორის საბიუჯეტო ცვლილებები, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ ახდენს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ტემპით ევროპის ყველაზე დაბალგანვითარებულ ქვეყანას, ბულგარეთს დავეწევით 2079 წელს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.