ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა იზრდება - რომელია პროდუქტის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნები

ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით იზრდება.ამასთან, ამ დროისთვის უკვე ხელმისაწვდომია როგორც ცოცხალი, ისე გადამუშავებული (გაყინული, დაჭრილი, დაფქული და სხვა.) პროდუქტები.

რაც შეეხება ორგანული ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნებს, როგორც East fruit წერს, ესენია: იტალია, თურქეთი, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი და გერმანია.

აღნიშნული თემა UHBDP-ის კვლევის ობიექტი გახდა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ 2017 წელს ორგანული ხილის ბაღების საერთო ფართობმა 204 ათას ჰექტარზე მეტი შეადგინა.

ამასთან, ხილის ბაღების ყველაზე დიდი ტერიტორიების მქონე ქვეყნებია: თურქეთი (26 ათას ჰექტარზე მეტი), იტალია (დაახლოებით, 25 ათასი ჰექტარი), ჩინეთი (22,4 ათასი ჰექტარი), პაკისტანი (18 ათასი ჰექტარი), საფრანგეთი (16,7 ათასი ჰექტარი) და აშშ (თითქმის 12 ათასი ჰექტარი).

აღნიშნული კვლევა ცხადყოფს, რომ 2004 წლის შემდეგ, ნათესების რაოდენობა გაომაგრდა. ამასთან, ორგანული ხილის ძირითადი კულტურებია: ვაშლი (საერთო ფართობის 40%), მსხალი (10%), ალუბალი (8%), ქლიავი (8 %) და გარგარი (7%).

რაც შეეხება ბოსტნეულს, 2017 წელს ნათესების საერთო ფართობმა 676 ათას ჰექტარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წელში ორგანული ბოსტნეულისთვის ტერიტორიები 6-ჯერ გაიზარდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასეთი ზრდა ძირითადად იტალიაში, ჩინეთსა და ესპანეთში ორგანული ბოსტნეულის წარმოების გაფართოვებამ განაპირობა.

ამასთან, გაყიდვების მხრივ, ორგანულ ხილსა და ბოსტნელს ყველაზე დიდი საბაზრო წილი აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვედეთში.

კვლევის მიხედვით, ორგანული პროდუქტების მოხმარება ყველაზე მეტად აშშ-ში გაიზარდა, სადაც 2017 წელს ხილისა დ ბოსტნეულის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლმა დაახლოებთ, 16, 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 5,3%-ით მეტია. ამასთან, 2011-დან 2015 წლამდე აშშ-ში ორგანული ხილის გაყიდვები 123%ით არის გაზრდილი, ხოლო, ბოსტნეულის 92%-ით.

როგორც ექსპრეტები აღნიშულ კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, ორგანული პროდუქტების სექმენტი ძალიან სრაფად იზრდება, რაც პროდუქტის დიდ პერსპექტივაზე მეტყველებს.

ნინი ქეთელაური