სახლი დიღომში, რომელიც 8 მლნ-ზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომელიც 8 231 720 ლარი (2 771 530 დოლარი) ღირს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 650 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1900 კვ.მ.

განცხადების მიხედვით, ახალაშენებული, გარემონტებული, ვიტრაჟული ტიპის კერძო სახლი, 2 სართულიანია. ამასთან, მოიცავს 12 ოთახს, აქედან 6 საძინებელია. აქვს სავარჯიშო-სატრენაჟორო და გასართობი დარბაზები. ასევე, ვერანდები, ავტოფარეხები, საცურაო აუზი, დაცვის ოთახი და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი სივრცე.

ნინი ქეთელაური