ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გაეროში გამართულ შეხვედრაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნის თაობაზე გაეროსთან შეთანხმებას მიაღწია, რომელშიც გაერო 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა გაიმართა ასევე ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მათი ჩართულობა ქართული სტარტაპების განვითარებაში, ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს სტარტაპერები შეხვედრებს მართავდნენ სხვადასხვა ბიზნეს აქსელერატორთან.