ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება.
მოედნის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 ოქტომბერს დაიწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 15 000 ლარია.
„უნდა მოეწყოს ერთიანი რკინა/ბეტონის ფილისგან მოედანი. დაპროექტებული მოედანი უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო სკეიტბორდის სპორტსმენებისთვის. ამ მოედანზე განთავსებული უნდა იყოს სკეიტ-ბორდისთვის განკუთვნილი ფიგურები, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეუზღუდავი ვიზუალის. სასურველია პარკი იყოს ერთი მთლიანი მოედანი,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შეგახსენებთ, რომ სკეიტ-პარკის მოწყობის მიზნით, წინა ტენდერი 2019 წლის ივნისშიც იყო გამოცხადებული.