აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი თურქეთს დაემუქრა. ამერიკაში აცხადებენ, რომ თუ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში საომარ ოპერაციებს არ შეწყვეტს, ვაშინგტონი ანკარის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აამოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse (AFP) ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 9 ოქტომბერს თურქეთმა ოფიციალურად გამოაცხადა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში საომარი ოპერაციის „მშვიდობის წყარო- წარმოების შესახებ“. მისი მიზანია, თურქეთის საზღვართან შეიქმნას ბუფერული ზონა, რომელიც უნდა გახდეს დამცავი სარტყელი თურქეთის საზღვრისთვის. მსოფლიოს თანამეგობრობა გმობს თურქეთის ამ გადაწყვეტილებას.