ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.
პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.
პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი.
ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც.
კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები განხორციელებული აქვს ევროპასა და შუა აღმოსავლეთში.