ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ორშაბათიდან შემოიღებს

ევროკავშირმა გადაწყვიტა, აღარ მოიცადოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 8 სექტემბრიდან შემოიღოს.

ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკავშირის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო.

რამდენიმე დღის წინ ევროპის საბჭოს დავალებით, ევროკომისიამ და საგარეო ქმედებათა ევროპულმა სამსახურმა მუდმივი წარმომადგენლობების კომიტეტს (COREPER) წარუდგინა სანქციების ჩამონათვალი, რომელიც ეხება საბაზრო კაპიტალთან წვდომას, თავდაცვას, ტექნოლოგიებს და ა.შ.

გარდა ამისა, ჩატარდა პრეზენტაცია ახალი პირების სიის, რომლებსაც სანქციები შეეხებათ. მათ შორის არიან ე.წ. დონბასის რესპუბლიკის და "ყირიმის მთავრობის" წარმომადგენლები. სიაში ასევე არიან რუსი ოლიგარქები და რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ.