საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამასთან, დღესვე მსგავსი სახის მემორანდუმს მოეწერა ხელი საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან.
საქსტატის განმარტებით, დოკუმენტები ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს განსაზღვრავს. მემორანდუმს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ორივე ასოციაციის ხელმძღვანელმა მოაწერა. საქსტატის ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი მხარეებს შორის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას შეუწყობს ხელს.
გოგიტა თოდრაძის თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მზადაა მხარეებთან მეთოდოლოგიურ საკითხებზე ითანამშრომლოს და ურთიერთსასარგებლო რეკომენდაციების გაწევის საფუძველზე თემატური სამუშაო შეხვედრები მოაწყოს.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთ აასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას თქმით კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ასოციაციაში გაერთიანებულ ბიზნესწრეების უზრუნველყოფას (შემდეგში ბიზნესწრეები) ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით.