ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, საჰაერო მარშრუტების მცირედი კორექტირება მოხდა, თუმცა სახელმწიფოს ფინანსური ზარალი არ მიადგება.
„აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა, 100 წლის წინ მისი სწორედ აბასთუმანში განთავსების არის ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო. ის მაღალი ხარისხით იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოგვმართა ჩვენ, საჰაერო ადმინისტრაციას, აბასთუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება ასე ვთქვათ საჰაერო მარშრუტების და აქ არ არის არანაირად საუბარი საერთაშორისო მარშრუტებზე, დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმგვარად, რომ არცერთი თეთრი არ იკარგება ამითი და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არც ერთი საერთაშორისო საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან და რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი. ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის საქართველოშიც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც არის გარკვეული გარეომებები, ეს მცირე, დროებითი ზომები ასე ვთქვათ, დაწესდეს. მე მაგალითად გეტყვით, იგივე კახეთში როდესაც სეტყვის საწინაარმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას. სხვადასხვა ნავთობტერმინალის თავზე წესდება დროდადრო, ასე რომ, განსაკუთრებული აქ არ არის არაფერი, მთავარი არის ჩვენთვის, რომ ეს უნიკალური სამეცნიერო კერა, ობსერვატორია, განვითარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.