შეამზადეთ საკუთარი გონება იისფერი რევოლუციისთვის, გაეცანით წარმატების 365 გასაღებს და გადააქციეთ იდეა ბიზნესმოდელად. ეს ყველაფერი „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გელოდებათ, რომელიც საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სერიის წიგნებზე სპეციალურ ფასდაკლებებს მოიცავს.
„საუბრები ძროხებზე“, „როგორ შევცალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „იდეიდან ბიზნესმოდელამდე“, ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რომელსაც პროექტი „ლურჯი ოკეანე“ და „ბიბლუსი“ ბიზნესლიტერატურის კვირეულის ფარგლებში გამართავენ.
როგორც პროექტის მენეჯერი - თათია ტურაშვილი ამბობს, ბიზნესლიტერატურის კვირეულის აუცილებლობა საქართველოში ამ ჟანრის მიმართ მზარდმა დაინტერესებამ განაპირობა, ხოლო წიგნების უკეთ გაცნობის მიზნით, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მკითხველს შესაბამისი თემების შესახებ მასტერკლასებიც შესთავაზონ, რომლებსაც „ბიბლუსი გალერეა“ უმასპინძლებს და მათ სხვადასხვა სპიკერები გაუძღვებიან.
„ბიზნესლიტერატურა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ჟანრია და საქართველოშიც მის მიმართ დაინტერესება დღითი დღე იზრდება. როგორც იცით, „გამომცელობა პალიტრა L-ის“ პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია გამოიცემა ამ ჟანრის წიგნები, რომლებიც თითქმის ყველა პროფესიის ადამიანებისთვის არის განკუთვნვნილი. გვსურს, ეს ჟანრი კიდევ უფრო პოპულარული გახდეს და ქართველ მკითხველს კიდევ უფრო მეტი წიგნის წაკითხვის საშუალება ჰქონდეს მშობლიურ ენაზე, სწორედ ამიტომ დაიგეგმა კვირეული, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება და მკითხველს სპეციალურ ფასდაკლებებსაც შევთავაზებთ“.
„პირველი ღონისძიება - „საუბრები ძროხობაზე“ 22 ოქტომბერს ჩატარდება „ბიბლუსი გალერეაში“ (კალდელაკის #7) და სპიკერი შოთა ჩინჩალაძე იქნება. ის ისაუბრებს ბრენდინგის თემაზე და ასევე ჩვენს ერთ-ერთ ახალ გამოცემაზე - სეთ გოდინის „იისფერი ძროხა“. შოთა მსმენელს გააცნობს რამდენიმე საინტერესო და გამორჩეული ბრენდის მაგალითს, რაც აუდიტორიას დაეხმარება, რომ საკუთარი ბრენდის სტრატეგიას ახლებურად შეხედონ.
მეორე ივენთი 25 ოქტომბერს გაიმართება, რომლის სპიკერიც „წარმატების 365 გასაღების“ ავტორი რამაზ გიგაური იქნება. ღონისძიების სახელწოდებაა - „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“. რამაზ გიგაური ისაუბრებს, თუ როგორ განვახორციელოთ სხვადასხვა ცვლილება ჩვენს ცხოვრებაში, კარიერაში და აშ.
რაც შეეხება მესამე ღონისძიებას, ის 29 ოქტომებრს გაიმართება და მისი სპიკერი „ჯეპრას“ დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი იქნება. როგორც იცით, ჩვენ „ჯეპრასთან“ ერთად გამოვეცით წიგნი სახელწოდებით - „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“. სოსო გალუმაშვილი დაემხარება დამსწრე საზოგადოებას, რომ დაინახონ, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი იდეის ბიზნესმოდელად გარდაქმნა“, - ამბობს თათია ტურაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბიზნესლიტერატურის კვირეული 21 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რა დროსაც „ბიბლუსის“ ქსელში „ლურჯი ოკეანის“ ყველა წიგნზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ხოლო სერიებზე „მარტივად“, „ბიზნესის გენია“ და “სინერჯი ჯგუფის წიგნები“ - 50%-იანი ფასდაკლება იქნება. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. ამასთან, როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, „ბიბლუსი გალერეაში“ მისულ სტუმრებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.
იხილეთ კვირეულის გვერდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/events/500672237182165/