შატილში სკოლის შენობა იწვის

შატილში საჯარო სკოლის შენობა იწვის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.