განათლების სამინისტრო შატილში სკოლის შენობის დაწვის შემდეგ, მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს მოიძიებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შატილში სკოლის შენობის დაწვის შემდეგ მოსწავლეებისთვის ალტერნატიულ ფართს მოიძიებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, უწყება მოსწავლეებს ყველა სასკოლო ინვენტარით, კომპიუტერებითა და წიგნებით მოამარაგებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში ჯამში 8 მოსწავლე სწავლობდა.

შეგახსენებთ, რომ შატილში საჯარო სკოლის შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.