სინერჯი ჯგუფი 20 წლის გახდა

მმართველობით საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფს" დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.

ამ ხნის მანძილზე კომპანიას განხორციელებული აქვს 350-ზე მეტი მმართველობითი სისტემების განვითარების საკონსულტაციო პროექტი საქართველოში მოქმედ 150-ზე მეტ კერძო, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციასთან. გამოცემული აქვს 8 ბეჭდური წიგნი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერილი სტატიების კრებულების სახით, აქტუალურ მმართველობით თემატიკაზე. სინერჯის 60-ზე მეტი ალუმნი დღეს წარმატებული ორგანიზაციების წამყვან პოზიციებს იკავებენ.

"სინერჯი ჯგუფმა" საქმიანობის განვითარებისა და მეტი საზოგადოებრივი სარგებლის შექმნის მიზნით, გასულ წელს დააფუძნა კერძო კაპიტალის საინვესტიციო კომპანია "სინერჯი კაპიტალი", რომელიც ზრდის დიდი პოტენციალის მქონე კომპანიების წილებში შესვლით ინვესტორებს უქმნის მზარდი მომგებიანობის საინვესტიციო პორტფელს.

"სინერჯი ჯგუფი" განაგრძობს საკონსულტაციო მომსახურებას და ეხმარება ორგანიზაციებს საკუთარი დანიშნულება უკეთესი ხარისხით განახორციელონ კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით, სწორად მოწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურითა და გამართული ბიზნეს პროცესებით, ობიექტური და სწორ მოტივებზე ორიენტირებული თანამშრომლების შეფასებისა და მოტივაციის სისტემებით და სხვა რთული მმართველობითი ამოცანების გადაჭრაში მხარდაჭერით.