„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა.
„ლელოს" ახალი წევრები არიან:
1. კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი;
2. ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი. განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;
3. ლევან ქოქიაშვილი - რესტორატორი, სომელიე და კომპანია „გასტრონავტის“ დაფუძნებელი;
4. ვაჟა სამადბეგიშვილი - ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კა-დე-ვე“ ჯორჯიას გენერალური დირექტორი;
5. ლაშა მარგიანი - პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი;
6. მარიამ თავაძე - ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
7. ალექსანდრე რატიშვილი - ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი;
8. ლევან ლომთაძე - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, სერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი;
9. გიორგი ბიჭიაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
10. გიორგი მჭედლიშვილი- ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტოტი;
11. ირაკლი კუცია - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
12. მარიამ აფრასიძე - სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა. ამ დროისთვის ორგანიზაციის 48 წევრია წარდგენილი.