ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება შესაძლოა, გადაიდოს

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება შესაძლოა, გადაიდოს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.

"იმ შეთხვევაში, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება და მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყება, ჩვენ მზად ვართ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება გავაუქმოთ", - განაცადა ჰერმან ვან რომპეიმ.

რაც შეეხება მარიუპოლში და დონეცკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს, როგორც ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, უნდა დაიცადონ და დააკვირდნენ, ასეთი ფაქტები გაგრძელდება თუ დაფიქსირებული შემთხვევები გამონაკლისი იყო. "ყოველ შემთხვევაში, უკვე დაწესებულმა სანქციებმა შედეგი გამოიღო. რუსეთის ეკონომიკა სუსტდება და ამის მიზეზი არის სანქციები", - აღნიშნა რომპეიმ.

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ გასულ კვირას გაავრცელეს ღია წერილი, სადაც საუბარი იყო, რომ ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 8 სექტემბრიდან აემოქმედებინა.