სასტუმროს შეუძლია დასვენება გახადაოს დაუვიწყარი, ან პირიქით, ყველა შთაბეჭდილება გააფუჭოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სასტუმროს ყურადღებით შერჩევა.
გამოცემამ Condé Nast Traveler 32-ე წლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ტურისტებისა და მსოფლიო სასტუმროების გამოკითხვას ეფუძნება.
გამოკითხვაში მსოფლიოს მასშტაბით 600 ათასმა ადამიანმა და 10 ათასმა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა.
წარმოგიდგენთ, კვლევის შედეგად გამოვლენილ 10 საუკეთესო სასტუმროს:
1. Rosewood Luang Prabang - სასტუმრო ლაოსში მდებარეობს. აქ ერთი ღამის გატარება 960 აშშ დოლარი ღირს. აღიშნული სასტუმრო მთელს სამხრეთ აზიის რეგიონში ყველაზე საუკეთესოდ ითვლება. ტურისტების განსაკუთრებულ აღფრთოვანებას კი, Rosewood Luang Prabang-ის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერი და მდინარე იწვევს.
2. Beau-Rivage Palace - შვეიციაში მდებარე სასტუმოში ერთი ღამის გატარება 417 აშშ დოლარი ღირს. სასტუმრო 1861 წელს გაიხსნა და აქ ისვენებდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ, კოკო შანელი, ნელსონ მანდელა და ტინა ტერნერი. სასტუმროს აქვს საკუთარი ბაღები, რაც დამსვენებლების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.
3. Monastero Santa Rosa Hotel & Spa - სასტუმრო იტალიაშია. აქ ერთი ღამის ღირებულება 604 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ნაგებობა XVII საუკუნეში მონასტერი იყო. ამჟამად კი, მონასტერი Santa Rosa 20-ნომრიან სასტუმროს წარმოადგენს.
4. Rambagh Palace - ინდოეთში მდებარე სასტუმროში ღამის გატარება 410 აშშ დოლარი ღირს. სასტუმრო 1835 წელს დედოფლის საყვარელი მოახლისთვის აშენდა. მოგვიანებით ნაგებობა სამეფოს სტუმრების მოსასვენებელი სახლი გახდა, ხოლო 1957 წლიდან ფუნქციონირებს როგორც სასტუმრო.
5. Royal Mansour - საასტუმრო მაროკოში მდებარეობს და აქ ერთი ღამის დაჯავშნა 1 212 აშშ დოლარი ღირს. როგორც ცნობილია 1500-მა ხელოსანმა სამ სართულიანი სასტუმროს მშენებლობის მთელი 3 წელი მოანდომა. ობიექტი მეფე მოჰამედ VI -ის ბრძანებით აშენდა. ამჟამად სასტუმროს საკუთარი კინოთეატრიც კი აქვს.
6. Four Seasons Hotel at the Surf Club - სასტუმრო აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში მდებარეობს, ერთი ღამის გატარება კი, 600 აშშ დოლარი ღირს. სასტუმრო 1930 წელს, ახალი წლის ღამეს, სპეციალურად ელიტარული საზოგადოების წარმომადგენელებისთვის გაიხსნა. აქ ისვენებდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ, ელიზაბეთ ტეილორი და უინსტონ ჩერჩილი.
7. 1 Hotel West Hollywood - სასტუმრო აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარეობს. აქ ერთი ღამის გატარება 308 აშშ დოლარი ღირს. ლოს-ანჯელესისი ცენტრში განთავსებული კომპლექსი მოიცავს 285 ნომერს. როგორც ცნობილია, სასატუმროს დიზაინზე რეგიონის წამყვანი დიზაინერები მუშაობდნენ.
8. Taj Lake Palace - ინდოეთში მდებარე სასტუმროში ერთი ღამის გატარება 432 აშშ დოლარი ღირს. აღნიშნული ნაგებობა XVIII საუკუნეში ციხე ქალაქი იყო, ამჟამად კი განთავსებულია სასტუმრო, რომელსაც 65 სტანდარტული და 18 ლუქს ნომერი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს წყალშია განთავსებული, სტუმრების ადგილამდე მიყვანა სპეციალური გემებით ხდება.
9. Baur au Lac - სასტუმრო შვეიცარიაში მდებარეობს. ერთი ღამის გატარება კი, 766 აშშ დოლარი ღირს. სასტუმროს აქვს 119 ნომერი და საკუთარი პარკი. Baur au Lac-ის სტუმრებს შორის კი ისეთი ცნობილი ადამიანები არიან, როგორიც ელტონ ჯონია.
10. SLS Hotel, Beverly Hills - სასტუმრო, აშშ-ში კერძოდ, კალიფორნიაში მდებარეობს. აქ ერთი ღამის გატარება 381 აშშ დოლარი ღირს. აღნიშნული სასტუმრო 2008 წელს გაიხსნა, მისი საინვესტიციო ღირებულება კი 22 მლნ აშშ დოლარია.