ვინ არის კახა ხაზარაძე, რომელიც მამუკა ხაზარაძემ „ლელოში“ გააწევრიანა

მამუკა ხაზარაძემ დღეს „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. აქედან ერთ-ერთი ბიზნესმენი კახა ხაზარაძეა.

კახა ხაზარაძე საქართველოში რამდენიმე კომპანიის და ორგანიზაციის დამფუძნებელია. ის 13,74%-იან წილს ფლობს შპს „ქარვასლაში“. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კახა ხაზარაძესთან ერთად „ქარვასლას“ 58%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს „ქარვასლა ბი ვი“ და „რიისენი“, 28,26%-ის კი კომპანია ICR-ს.

ICR-ში კი კახა ხაზარაძე 44,73%-იან წილს ფლობს. მასთან ერთად კომპანიის მეწილეები არიან სალომე ხაზარაძე (15%), ნათია შარაბიძე (15%) და ნინი ანდრიაშვილი (25,27%). ICR-ი 1993 წელს დაარსდა და ამჟამად წარმოადგენს 21 საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, მათ შორის, „ბატას“, „ეკკოს“, „პარფოისს“, „ჯეოქსს“ და ა.შ.

გარდა ამისა, კახა ხაზარაძე 10%-იან წილს ფლობს შპს „ჯეო-ორგანიკსში“, 6,25%-იან წილს „ბორბალო ჯგუფში“, შპს „გრინ პოინტში“ და ა.შ. კახა ხაზარაძე მამუკა ხაზარაძის ბიძაშვილია.

შეგახსენებთ, რომ 48-კაციან საზოგადოებრივ მოძრაობაში კახა ხაზარაძე მეოთხე ბიზნმესმენია. მანამდე ხაზარაძემ მოძრაობის წევრად ბიზნეს სექტორის კიდევ სამი წევრი - ანდრო ბიბილეიშვილი, გიორგი მორდეხაშვილი და დავით ბეგიაშვილი წარადგინა.

ელზა წიკლაური