ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს თურქეთისთვის სანქციების დაწესებას, რომელიც გამოწვეულია ამ ქვეყნის მხრიდან კვიპროსის აკვატორიაში, კვიპროსისი ეკონომიკურ ზონაში ბურღვითი სამუშაოებით. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ ოქმში წერია.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საბჭოს 14 ოქტომბრის დასკვნას, რომელიც დაკავშირებულია თურქეთის მხრიდან არაკანონიერს ქმედებასთან, უშუალოდ კვირპოსის ეკონომიკურ ზონაში და სოლიდარობას უცხადებს კვიპროსს“, - წერია ოქმში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭო ამ საკითხის განხილვას გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ გეგმიურ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიდი დისკუსიების გარეშე შეათანხმეს, რომ საჭირო იყო თურქეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის ამოქმედება ანკარას ქმედებების გამო. ეს შემზღუდავი ზომები ამოქმედდება იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბურღვით სამუშაოებზე.
შეგახსენებთ, კვიპროსმა თურქეთი მისი სუვერნული უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა გააგზავნა საბურღი გემი უშუალოდ კვიპროსის ეკონომიკური ზონის ქვეშ მყოფ აკვატორიაში, ბუნებრივი აირის საბადოების აღმოსაჩენად. კვირპოსის განცხადებით, აღნიშნულ ზონაში ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური აქტივობების მხოლოდ კვირპოსის ექსკლუზიური პრეროგატივაა.