ძლიერი ტაიფუნის გამო Subaru-მ ავტომობილების წარმოება შეწყვიტა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Subaru-მ იაპონიის ქალაქ ოტაში ავტომობილების წარმოება შეაჩერა. ამის მიზეზი ტაიფუნი „ჰაგიბისია“, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს. კომპანიის გადაწყვეტილებით, წარმოება შეწყვეტილია მინიმუმ 25 ოქტომბრამდე.

ცნობისათვის, ამ ქარხნის კონვეიერიდან წლიურად 650 ათასი ავტომობილი გადმოდის. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად აზარალებს ის წარმოების პროცესს.

„ჰაგიბისი“ კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებს 12 ოქტომბერს დაატყდა თავს და რამდენიმე პრეფექტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მას მოჰყვა მსხვერპლიც, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 77 ადამიანი და ათზე მეტს ეძებენ.

იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც ტაიფუნის გამო მოუწიათ წარმოების შეჩერება, არიან: Toyota Industries, Hirose Electric Co., Anritsu, Alps Alpine და Taiyo Yuden.

კოკა კვირკველია