საქართველოში საბანკო ბარათების რაოდენობა მცირდება

საქართველოში 2019 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო ბარათების რაოდენობა ჯამში,12%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 6 670 348 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7 584 720 ერთეული.

სებ-ის მონაცემებითვე, კონკრეტულად საკრედიტო ბარათების რაოდენობა 15,7%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში მიმოქცევაში სულ 654 455 საკრედიტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პეროდში, საკრედიტო ბარათების რაოდენობა 776 114 ერთეულს შეადგენდა.

რაც შეეხეება სადებეტო ბარათებს, აქ 11,6%-იანი კლება დაფიქსირდა. თუ 2018 წლის სექტემბერში 6 808 606 სადებეტო ბარათი იყო მომოქცევაში, მიმდინარე წლის სექტემბერში 6 015 893 ერთეული შეადგინა.

ნინი ქეთელაური