„არ გმოიყენოთ Google Map“ – სარდინიელების რჩევა ტურისტებს

რომანტიული ქარიანი გზები, ველური მთები და ხელუხლებელი პლაჟები - ეს ჩამონათვალი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაში ბევრ დამსვენებელს იზიდავს, თუმცა ზოგიერთი ტურისტისთვის ასეთი კომბინაცია სირთულეებთან არის დაკავშირებული.

როგორც CNN Travel წერს, ამის გათვალისწინებით, კუნძულ სარდინიის მმართველმა პირებმა გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ვიზიტორებს მოუწოდებენ, რომ მათ ტერიტორიაზე, კონკრეტულ სოფენ ბაუნეიში მოგზაურობისას „გუგლის“ რუკას არ ენდონ.

გამოცემა წერს, რომ ტურისტები რუტინულად მიყვებიან გზებს, რომელსაც თავიანთ GPS უჩვენებს, თუმცა შეიძლება, აღნიშნული გზები არასამანქანო იყოს, სულაც, უგზოობაში აღმოჩნდნენ და ადგილობრივი სამაშველო ბრიგადის მოსვლამდე გაღწევა ვერ შეძლონ.

გასული ორი წლის განმავლობაში სამაშველო სამსახურში ამ პრობლებით 144 შეტყობინება შევიდა. კუნძულის ერთ-ერთი მაღალჩინოსანის სალვატორე კორიასის განცხადებით, ბევრი სედანი იჭედება ისეთ ადგილებში, სადაც ხანდახან სპეციალურად უგზოობისთვის შექმნილი ავტომობილებიც ვერ გადაადგილდებიან. ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი „გუგლის“ რუკას ენდობიან, ხშირად კი მისი ინსტრუქციები არასწორია.

კუნძულის მაღალი თანამდებობის პირებმა „გუგლსაც“ მიმართეს თხოვნით, ხარვეზები გამოესწორებინა. კომპანია კი მათ დაჰპირდა, რომ არსებულ ვითარებას აუცილებლად გადახედავს. მიუხედავად ამისა, „გუგლისგან“ კონკრეტული დაპირებები არ მიუღიათ.

სანამ „გუგლის“ რუკაში ხარვეზები აღმოფხვრილი ჯერ კიდევ არ არის, სარდინიის მაღალი თანამდებობის პირები ვიზიტორებს მოუწოდებენ ძველი, უფრო სანდო რუკები გამოიყენონ და ისე იმგზავრონ.

მარიამ მენაბდიშვილი