ევროკავშირის ახალი სანქციები შესაძლოა, რუსეთის ნავთობ და სამხედრო პროფილის კომპანიებს შეეხოთ

ევროკავშირის ახალი სანქციები შესაძლოა, რუსეთის ნავთობ და სამხედრო პროფილის კომპანიებს შეეხოთ.

ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ახალი სანქციები შეეხება "როსნეფტს", "გაზპრომნეფტს", "ტრანსნეფტს", "გაერთიანებულ ავიამშენებელ კორპორაციას" და რამდენიმე კომპანიას.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, ეს კომპანიები დასავლურ ბანკებში კრედიტირებას 30 დღეზე მეტს ვერ შეძლებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირი ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებულ ხუთ ბანკს, მათ შორის "სბერბანკს" და "ვითიბის".

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ გასულ კვირას გაავრცელეს ღია წერილი, სადაც საუბარი იყო, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას 8 სექტემბრიდან გეგმავდა. თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, შესაძლოა რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება გადაიდოს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება.