"მთავარი არხის" მეწილე გიული ალასანია გახდა

მთავარი არხის მეწილე შპს საქართველოს უნივერსიტეტი გახდა. კერძოდ, როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, შპს საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანიის 2%-ანი წილის მფლობელი გახდა. თავის მხრივ კი, საქართველოს უნივერსიტეტის 37,5%-ანი წილის მფლობელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა, 12,5%-ის - ნიკოლოზ ალასანია, ხოლო 50%-ის - მანანა სანაძე.

ამჟამად "მთავარი არხის" წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • 51%- ნიკა გვარამია;
  • 42% - კახაბერ ანჯაფარიძე;
  • 2,5% - გიორგი რურუა;
  • 2,5 % - მარი ანა რურუა;
  • 2 % - შპს საქართველოს უნივერსიტეტი.
ნინი ქეთელაური