2019 წელის იანვარ-სექტემბერში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 2,053 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა. რაც 21,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელის იანვარ-სექტემბერში უცხოელების მიერ საქართველოში საბანკო ბარათებით დახარჯული თანხის მოცულობამ 1,608 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 1,036 მლრდ ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 1,017 მლრდ ლარის.
რაც შეეხება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს, არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 810,4 მლნ ლარის განაღდება მოხდა, ხოლო პოსტ-ტერმინალებით - 798,6 მლნ ლარის.