გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირის მდგომარეობა, რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, სტაბილურია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერვე საავადმყოფოს კლინიკურმა დორექტორმა ლალი ტურძილაძემ განუცხადა, კლინიკაში შეყვანილია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება.