რუსეთში, კრასნოიარსკის რეგიონში, კაშხლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია კიდევ 13 ადამიანის ბედი. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად დაიტბორა 2 საერთო საცხოვრებელი. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სამუშაო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით არის აღძრული. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს 50 ერთეული ტექნიკა, ავიაციის ჩათვლით.